Friday, June 20, 2014
მეორე დღის რეფლექსია
დღევანდილი დღე მნიშვნელოვანი იყო, რადგან დღეს შევისწავლე პუბლიკაციების შექმნა, რომელიც დამეხმარება გაკვეთილის მრავალფეროვნად ჩატარებაში.
Monday, April 14, 2014
ტრენინგი 14 აპრილი
დღეს ჩემს ბლოგზე ავტვირთე ფოტომასალა და ვიდეო მასალა აღდგომის ბრწყინვალე დღესასწულთან დაკავშირებით. გავაფორმე ტექსტები და სურათები.
აღდგომა
ვახუშტი ბაგრატიონი ასე აღწერს აღდგომის დღესასწაულს საქართველოს სამეფო კარზე: "ხოლო აღდგომის წესი იყო ადრე ნათლებისად წირვა და შემდგომად წირვისა მცირედითა სანოვაგითა ხორცთათა აღიხსნიდიან პირთა მეფე და დიდებულნი. შემდგომად გამოვიდის მეფე და ყოველნი წარჩინებულნი და მცირებულნი ასპარეზსა ზედა და დასვიან სამეფო თასი ოქროსი ანუ ვერცხლისა ყაბახსა ზედა, დაუწყიან სროლა მას თასსა ისარნი მოყმეთა და ჭაბუკთა, და რომელი ჩამოაგდის ისრითა, მას მისციან თასი იგი. შემდგომად ამისა შექმნიან ბურთაობა. მერმე შემოვიდიან მეფისა თანა და შექმნიან ნადიმნი და პურობანი დიდნი მგოსან-სახიობთა. არამედ კათალიკოზნი და ეპისკოპოზნი ვიდრემდის იყვნენ მუნ, არა იყო მწყობრთა ძალთა ცემანი, არამედ - გალობანი. ხოლო შემდგომად წარსვლისა მათისა იყო მგოსანთა, მომღერალთა და ყოველთა სახიობთა ცემანი."
სააღდგომო ტრადიციებს შორის გამორჩეული იყო ჭონა: აღდგომა დღეს რამდენიმე კაცი, რომელთაც მეჭონეებს ეძახდნენ, მთელ სოფელს ჩამოუვლიდა და სააღდგომო სიმღერით დღესასწაულს ულოცავდა. ჭონის მონაწილენი მორთულ–მოკაზმულობით, დროის მიხედვით ცოტა უფრო ადრე ჩამომვლელებს, ბერიკებს მოგვაგონებდნენ. მათ ერთმანეთს ამგვანებდა თვით საჩუქრების გამოთხოვის წესიც. ძალიან ხშირად მომღერლები კვერცხებს ითხოვდნენ საჩუქრად. კვერცხს სიმბოლური მნიშვნელობა ჰქონდა – ერთი მხრივ, ფრინველთა გამრავლების მიმათითებლად და მეორე მხრივ – სააღდგომო წითელი კვერცხის სიმბოლური არსით. დიასახლისი მეჭონეებს კვერცხებით, ტკბილი კვერებით, ხილით და ფულითაც ასაჩუქრებდა. დღის ბოლოს შეგროვილ ხორაგს მთელი სოფლის ახალგაზრდობა შემოუსხდებოდა და ილხენდა. ჭონაში სამღერი ლექსები დალოცვითი ხასიათისა იყო – დალოცვა: კეთილი სურვილი სახლის, ოჯახის წევრების, საქონლის და სხვათა მიმართ. საქართველოში ბევრმა იცის ჭონის მონაწილეთა ხალხური ლექსები:
„ალათასა, ბალათასა, ხელი ჩავყავ კალათასა,
ქალო, კვერცხი გამოგვიტა, ღმერთი მოგცემს ბარაქასა!“ ან:
„ჭონას ვიყავ, ჭონა ვნახე, ვერხვი ვერხვსა ეხვეოდა,
ყველაწმინდა ღვთისმშობელი სულ ამ ოჯახს ეხვეოდა“ და სხვ.
აღდგომა
_______________________________________
აღდგომას წინ ყველაზე დიდი და მძიმე მარხვა უსწრებს. დღესასწაულის შესახვედრად მორწმუნეები სულიერად ემზადებიან. განსაკუთრებული მნიშვნელობა ბოლო კვირას ენიჭება. აღდგომამდე ერთი კვირით ადრე ბზობა – ანუ ქრისტეს იერუსალიმში დიდებით შებრძანება იზეიმება. ორშაბათიდან კი ვნების კვირეული იღებს სათავეს.
ვნების კვირეულში თითოეული დღე გარკვეული მნიშვნელობის მატარებელია. განსაკუთრებით გამოყოფენ ხუთშაბათს – საიდუმლო სერობის დღეს, როდესაც მაცხოვარი ზიარების საიდუმლოს აწესებს და წითელ პარასკევს – ქრისტეს ჯვარცმის დღეს. ეს ყველაზე მძიმე დღეა თითოეული ქრისტიანისათვის. პარასკეობით წითლად ღებავენ კვერცხებს, რაც მაცხოვრის მიერ ჩვენთვის დაღვრილი სისხლის სიმბოლოა.
ვნების კვირეულის მძიმე დღეების დაგვირგვინებად კვირა – მაცხოვრის ბრწყინვალე აღდგომის დღესასწაული იქცევა. დღე, რომელიც ნებისმიერი მორწმუნესათვის უდიდესი სიხარულის მომტანია.
მაცხოვრის ბრწყინვალე აღდგომა
აღდგომას წინ ყველაზე დიდი და მძიმე მარხვა უსწრებს. დღესასწაულის შესახვედრად მორწმუნეები სულიერად ემზადებიან. განსაკუთრებული მნიშვნელობა ბოლო კვირას ენიჭება. აღდგომამდე ერთი კვირით ადრე ბზობა – ანუ ქრისტეს იერუსალიმში დიდებით შებრძანება იზეიმება. ორშაბათიდან კი ვნების კვირეული იღებს სათავეს.
ვნების კვირეულში თითოეული დღე გარკვეული მნიშვნელობის მატარებელია. განსაკუთრებით გამოყოფენ ხუთშაბათს – საიდუმლო სერობის დღეს, როდესაც მაცხოვარი ზიარების საიდუმლოს აწესებს და წითელ პარასკევს – ქრისტეს ჯვარცმის დღეს. ეს ყველაზე მძიმე დღეა თითოეული ქრისტიანისათვის. პარასკეობით წითლად ღებავენ კვერცხებს, რაც მაცხოვრის მიერ ჩვენთვის დაღვრილი სისხლის სიმბოლოა.
ვნების კვირეულის მძიმე დღეების დაგვირგვინებად კვირა – მაცხოვრის ბრწყინვალე აღდგომის დღესასწაული იქცევა. დღე, რომელიც ნებისმიერი მორწმუნესათვის უდიდესი სიხარულის მომტანია.
მაცხოვრის ბრწყინვალე აღდგომა
აღდგომა 12 საუფლო დღესასწაულს შორის ყველაზე მნიშვნელოვანია. ამ დღეს ქრისტე მკვდრეთით აღსდგა და ადამიანები პირველქმნილი ცოდვისგან დაიხსნა. მხოლოდ ამის შემდეგ გაიღო ადამიანთათვის სამოთხის ბჭე. ადამის მოდგმის მხსნელად მოვლენილმა მაცხოვარმა გოლგოთას მთაზე ჯვართან ერთად კაცობრიობის ცოდვა ზიდა. ოთხივე სახარების თანახმად, ღმრთისმშობლისგან უბიწოდ შობილი ქრისტეს ჯვარცმა პარასკევს, ებრაელთა პასექის დღესასწაულზე აღესრულა. ეს უდიდესი მწუხარების დღეა ნებისმიერი მორწმუნესათვის. თუმცა მესამე დღეს – კვირას მწუხარებას სიხარული ენაცვლება და ქრისტიანები მაცხოვრის ბრწყინვალე აღდგომას ზეიმობენ.
აღდგომა მოძრავი დღესასწაულია
ქრისტიანთა უდიდესი დღესასწაული – მაცხოვრის აღდგომა გაზაფხულზე, ახალი სტილით 4 აპრილსა და 8 მაისს შორის აღინიშნება. ეს უდიდესი მნიშვნელობის დღეა. ოთხივე სახარების თანახმად, ებრაელთა პასექზე, პარასკევ დღეს ქრისტე იერუსალიმში, გოლგოთაზე ჯვარს აცვეს. სამი დღის შემდეგ კი მაცხოვარი მკვდრეთით აღსდგა.
325 წელს ნიკეის პირველი მსოფლიო საეკლესიო კრების გადაწყვეტილებით, დღესასწაულის თარიღის გამოთვლა გაზაფხულის ბუნიობის (დღისა და ღამის თანასწორობა) მიხედვით ხდება. ბუნიობის შემდეგ, სავსე მთვარის მომდევნო კვირას მორწმუნეები აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს ზეიმობენ.
აღდგომას წინ ყველაზე დიდი და მძიმე მარხვა უსწრებს. დღესასწაულის შესახვედრად მორწმუნეები სულიერად ემზადებიან. განსაკუთრებული მნიშვნელობა ბოლო კვირას ენიჭება. აღდგომამდე ერთი კვირით ადრე ბზობა – ანუ ქრისტეს იერუსალიმში დიდებით შებრძანება იზეიმება. ორშაბათიდან კი ვნების კვირეული იღებს სათავეს. ვნების კვირეულში თითოეული დღე გარკვეული მნიშვნელობის მატარებელია. განსაკუთრებით გამოყოფენ ხუთშაბათს – საიდუმლო სერობის დღეს, როდესაც მაცხოვარი ზიარების საიდუმლოს აწესებს და წითელ პარასკევს – ქრისტეს ჯვარცმის დღეს. ეს ყველაზე მძიმე დღეა თითოეული ქრისტიანისათვის. პარასკეობით წითლად ღებავენ კვერცხებს, რაც მაცხოვრის მიერ ჩვენთვის დაღვრილი სისხლის სიმბოლოა. ვნების კვირეულის მძიმე დღეების დაგვირგვინებად კვირა – მაცხოვრის ბრწყინვალე აღდგომის დღესასწაული იქცევა. დღე, რომელიც ნებისმიერი მორწმუნესათვის უდიდესი სიხარულის მომტანია. მაცხოვრის ბრწყინვალე აღდგომა |
Sunday, April 13, 2014
მე და სამყარო
1. პროექტის სახელწოდება: მე და სამყარო
პროექტის მთავარი იდეა
( თემა) 1-2 წინადადებით: დედამიწაზე
არსებული ხცოველთა (წყლის და ხმელეთის) სამაროს გაცნობა.
პროექტის მიზნები: მოსწავლეები ეცნობიან ბუნების ამ ქმნილებებს იკვლევენ
ამა თუ იმ ცხოველს მათ აგილსამყოფელს,
მონაწილეთა ასაკი: 6-ე კლსი
ვადები/ხანგრძლივობა:
ორი თვე
მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები,
რაც შეიძლება შეიქმნას: მოსწავლეები
მოძიებული მასალით აგებენ სლაიდ- შოუს.
პროექტის მსვლელობა (
ძირითადი აქტივობები): მოსწავლე ირჩევს საურველ ცხოველს/ ცხოველებს. მოიძიებს მასალას ინტერნეტში. დალაგება ქვეყნების მიხედვით. მოსწავლე ფლობს MS PowerPointს საპრეზანტაციო პროგრამებს. მოახდენს წარდგენას, შედარებს
საქართველოში არსებულ ცხოველებს და ბოლოს ექსკურსია ზოოპარკში.
პროექტის ხელმძღვანელი
(მასწავლებელი): ინგა
ფირანიშვილი
ხალმძღვანელის ელ. ფოსტა:
ingapiranishvili68@gmail.com
პროექტის ვებ გვერდი/ბლოგი: http://ingapiranishvili68.blogspot.com/
Thursday, April 10, 2014
Subscribe to:
Posts (Atom)